სასწავლო კურსის მიზანია მხილების, როგორც კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, თაობაზე ცოდნის გაღრმავება და აღნიშნული ინსტრუმენტის ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
კურსი შემუშავებულია ა(ა)იპ „საჯარო მოხელეთა ჰაბის“ მიერ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, სსიპ “საჯარო სამსახურის ბიუროსთან“ თანამშრომლობით.
კურსი განკუთვნილია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის, დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ზოგადად საჯარო სამსახურის ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.
სასწავლო კურსი შედგება 4 მოდულისგან:
- I მოდული - მხილების არსი და მნიშვნელობა
- II მოდული - მხილების არხები და პროცედურა
- III მოდული - მამხილებლისა და მხილებულის უფლებების დაცვის გარანტიები
- IV მოდული - მხილების პრაქტიკაში დანერგვა
კურსის განმავლობაში გაეცნობით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მხილების მექანიზმებს, ევროკავშირის დირექტივას და პრაქტიკას, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს.
სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე რეგისტრირებულ პირებს კურსის წარმატებული გავლის შედეგად შეეძლებათ სერტიფიკატის მიღება.