News

news

News

news

მხილების მექანიზმი ევროკავშირის ქვეყნებში

18 Oct, 2024

საჯარო მოხელეთა ჰაბის გუნდმა, საჯარო სამსახურში მხილების მექანიზმის (www.mkhileba.gov.ge) ამოქმედების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ონლაინ ფორმატის შეხვედრები გამართა სლოვაკეთის, ირლანდიის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების მხილების სამსახურების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი თემატური ექსპერტები.

ჰაბის წევრები გაეცნენ ოთხივე ქვეყნის მხილების ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკას, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების წესს, ინფორმაცია მიიღეს პროცესში საჯარო მოხელეებისა და მოქალაქეთა ჩართულობის, სამართალდამცავთა როლის, მხილების არხების, მათ შორის ციფრული სერვისების გამოყენების შესახებ.

ნიდერლანდებში, სლოვაკეთის, ირლანდიისა და ლიეტუვისგან განსხვავებით, მხილების მარეგულირებელი კანონმდებლობა, საჯარო და კერძო სექტორებთან ერთად, თანაბრად ვრცელდება ნახევრად საჯარო უწყებებზეც.

ამასთან, მხილების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და მამხილებელთა უფლებების დაცვის სისტემის გაფართოების მიზნით, ოთხივე ქვეყანაში განახორციელდა ევროკავშირის ახალი დირექტივის იმპლემენტაცია, რაც, თავის მხრივ მხილების ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერებას  ემსახურება.

საქართველოში არსებული მხილების ინსტიტუტის უკეთ ამოქმედებისთვის, საჯარო მოხელეების ჰაბი, მიმდინარე პროექტის მომდევნო ეტაპზე, ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს რეალობისთვის რელევანტურ და საგულისხმო რეკომენდაციებს მოამზადებს.

img

Good to Have You Back!

Authorization

Registration

Already have an account ? Log in

Recover Password

logo
Your Benefits with us:

- Be informed first
- Track exclusive offers
- Use consulting service
- Communicate and Network
- Initiate and execute

Don’t have an account? Register

.

Change Password