News

news

News

news

სამუშაო შეხვედრა თბილისში

03 May, 2024

საჯარო მოხელეთა ჰაბის ორგანიზებით, საჯარო სამსახურში მხილების მექანიზმის (www.mkhileba.gov.ge) ეფექტიანად ამოქმედების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში,მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილე სამინისტროებისა და ასევე რუსთავის, თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები გაეცნენ საჯარო მოხელეთა ჰაბის მიერ ჩატარებული კვლევის - „საჯარო მოხელეების მიერ მხილების მექანიზმის არსებული პრაქტიკების შეფასების“ შედეგებს და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, კვლევის მიგნებების მიხედვით მოამზადეს რეკომენდაციები და განსაზღვრეს ის კონკრეტული ქმედებები, რაც მათ უწყებებში ხელს შეუწყობს მხილების მექანიზმის ფუნქციონირებას.

 

კვლევის შედეგების განხილვისას, შეხვედრის მონაწილეებმა, დაასახელეს ის შემაფერხებელი ფაქტორები, რაც პრაქტიკაში მხილების მექანიზმის შეზღუდულ მოქმედებას განაპირობებს. მათ შორის აღინიშნა ცნობიერების დაბალი დონე, კანონში მხილების მკაფიოდ განმარტების და მამხილებლის დაცვის გარანტიების კონკრეტული ჩანაწერის არსებობის მნიშვნელობა, თანამშრომლების გადამზადების აუცილებლობა და მხილების ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება.

 

სამინისტროებისა და რეგიონების წარმომადგენლებმა, რეკომენდაციების მომზადებისას, ყურადღება გაამახვილეს მხილების მექანიზმის ეფექტიანად ამოქმედებისთვის აუცილებელი აქტივობების, მათ შორის საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარებისა და უწყებებში მხილების განცხადებების განმხილველი პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის, ასევე საერთო, დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საჭიროებაზე.

 

პროექტის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა ჰაბი ამზადებს მოდულებს მხილების მექანიზმის სასწავლო პროგრამისთვის, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცენტრალურ უწყებებში, ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის.

 

           

img

Good to Have You Back!

Authorization

Registration

Already have an account ? Log in

Recover Password

logo
Your Benefits with us:

- Be informed first
- Track exclusive offers
- Use consulting service
- Communicate and Network
- Initiate and execute

Don’t have an account? Register

.

Change Password