News

news

News

news

სასწავლო კურსი მხილების შესახებ პრეზენტაცია

22 Dec, 2024

Საჯარო მოხელეთა ჰაბმა მხილების მექანიზმის მხარდამჭერი პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც ფართო საზოგადოებას წარედგინა ასევე მხილების შესახებ შემუშავებული პირველი ელექტრონული სასწავლო კურსი.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეორე მდივანმა - ჟული ნილენმა, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა მხილების გამართული ინსტიტუტის არსებობის მნიშვნელობა საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემაში.

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს სსიპ “საჯარო სამსახურის ბიუროს” ხელმძღვანელის მოადგილემ - მაია დვალიშვილმა, და სსიპ “ანტიკორუფციული ბიუროს” წარმომადგენელმა - ნინი მაღლაკელიძემ

ღონისძიებაზე წარდგენილი სასწავლო კურსი შემუშავდა საჯარო მოხელეთა მონაწილეობით ჩატარებული კვლევის “საჯარო მოხელეების მიერ მხილების მექანიზმის არსებული პრაქტიკის შეფასება, რეკომენდაციები და საერთაშორისო გამოცდილება” შედეგებზე დაყრდნობით. Სასწავლო მოდულები განთავსდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე, სადაც რეგისტრირებულ პირებს კურსის წარმატებული გავლის შედეგად შეეძლებათ სერტიფიკატის მიღება.

Სასწავლო კურსი შედგება 4 მოდულისგან და ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მხილების არსი და მნიშვნელობა, მხილების განხორციელების არხები და პროცედურა, მამხილებლისა და მხილებულის უფლებების დაცვის გარანტიები და რეკომენდაციები მხილების პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად. Მასში მოცეულია ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მხილების მექანიზმებისა და ევროკავშირის დირექტივისა და პრაქტიკის შესახებ. Კურსი შემუშავებულია ცოდნის ათვისების ეფექტური მეთოდების გამოყენებით და მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების ქეისებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

img

Good to Have You Back!

Authorization

Registration

Already have an account ? Log in

Recover Password

logo
Your Benefits with us:

- Be informed first
- Track exclusive offers
- Use consulting service
- Communicate and Network
- Initiate and execute

Don’t have an account? Register

.

Change Password