ეთუნა ბურდული საჯარო მოხელეთა ჰაბის პროექტების კოორდინატორია. საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის განმავლობაში იგი ჩართული იყო არაერთი პროექტის მართვასა და განხორციელებაში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მუშაობისას, ეთუნა ჩართული იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტისა და ამ კომპონენტით განსაზღვრული ამოცანების განხორციელებას. ეთუნა აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე მისი იმპლემენტაციის კოორდინაციასა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, სადაც ის კურირებდა სერვისების დიზაინისა და სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებს.
ეთუნას გააჩნია საჯარო მმართველობის სფეროსა და სერვისების დიზაინის მიმართულებებით დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობის გამოცდილებაც. ტრენერის როლში მას არაერთი ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა აქვს ჩატარებული საჯარო მოხელეებისათვის სერვისების დიზაინის და მისი პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. იგი გამოცდილია დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტსა და კონფერენციაში.
ეთუნა ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხებს.