საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „მხილება მიუკერძოებელი და კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისთვის“ საჯარო სამსახურში მხილების მექანიზმის (www.mkhileba.gov.ge ) არსებული პრაქტიკის შესწავლას და შეფასებას ემსახურება.
პროექტი განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს მხარდაჭერით, როგორც ცენტრალური სახელმწიფო უწყებების, ისე ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოებისა და თვითმმართველი ქალაქების ჩართულობით.
მხილების ინსტიტუტის ეფექტიანად ამოქმედებისთვის, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და სათანადო საერთაშორისო პრაქტიკების საფუძველზე, საჯარო მოხელეთა ჰაბის ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს რეალობისთვის რელევანტური რეკომენდაციები მოამზადეს.
საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 45 რესპონდენტი. მათგან 14 მენეჯერული, ხოლო 31 არამენჯერული თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეა. რესპონდენტთა 1/3 კაცი, ხოლო 2/3 ქალია.
კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ საუკეთესო პრაქტიკებს, საჯარო სექტორში დანერგვისა და განმტკიცების მიზნით, საჯარო მოხელეთა ჰაბი პროექტის სამიზნე სამინისტროებს წარუდგენს.