საჯარო მოხელეთა ჰაბი მხარს უჭერს საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების შესაძლებლობების განვითარებას ძლიერი, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და კეთილსინდისიერი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების მიზნით.
ჰაბის შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია საჯარო მოხელეთა ქსელში გაწევრიანებით. შემოუერთდით ჩვენს ქსელს!
საჯარო მოხელეთა ქსელის წევრები სარგებლობენ ჰაბის შემდეგი პრივილეგირებული მომსახურებითა და უპირატესობებით
- პროფესიული განვითარება - სწავლაზე ორიენტირებული მიდგომით, სემინარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და ვებინარების მეშვეობით კვლაფიკაციის ამაღლება და სწავლება
- თანამშრომლობის ქსელში ჩართულობა - კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სფეროს წარმომადგენლებთან საერთაშორისო მასშტაბით
- წვდომა სასარგებლო და უახლეს საინფორმაციო და კვლევით მასალებზე, მათ შორის, თემატურ კვლევებზე, პრაქტიკულ სახელმძღვანელოებზე, სხვადასხვა საერთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებზე და სხვა
- საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებების, კარიერული წინსვლის, სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური ზომების, ეთიკის კოდექსისა და სხვა საკანონდებლო საკითხების შესახებ
- საჯარო მმართველობის, საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული რეფორმების მხარდაჭერა მოხელეებისა და დაინტერესებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით