საჯარო მოხელეთა ჰაბის გუნდმა, საჯარო სამსახურში მხილების მექანიზმის www.mkhileba.gov.ge) ამოქმედების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ონლაინ ფორმატის შეხვედრები გამართა სლოვაკეთის, ირლანდიის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების მხილების სამსახურების წარმომადგენლებთან.