სიახლეები

news

სიახლეები

news

სამუშაო შეხვედრა მხილების სასწავლო კურსთან დაკავშირებით

16 მაი, 2024

საჯარო მოხელეთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „მხილების შესახებ სასწავლო კურსის“ საჯარო მოხელეებთან ერთად განხილვის მიზნით.

 

საჯარო მოხელეთა ჰაბმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა მხილების სასწავლო კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო მოხელეებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებში ცოდნის გაღრმავებას მხილების არსისა და პროცედურების შესახებ.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილე ცენტრალური სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ მხილების შესახებ მომზადებული სასწავლო კურსის შინაარსს, წარადგინეს მათი უკუკავშირი კურსის ოთხივე მოდულთან მიმართებით და პრაქტიკული სავარჯიშოების ფორმატში იმსჯელეს მხილების სხვადასხვა შემთხვევის ეფექტურ გადაწყვეტებზე.

 

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეების მიერ დასახელდა სხვადასხვა გამოწვევა, რასაც ისინი სამუშაო პრაქტიკაში ყოველდღიურად აწყდებიან, მათ შორის, დასახელდა მხილების განაცხადების სხვა ტიპის საჩივრებისგან გამიჯვნის სირთულე, მხილების განაცხადების განხილვის წარმოებისათვის საჭირო შიდა პროცედურული ნორმების ბუნდოვანება და ერთიანი სტანდარტული პროცედურების არარსებობა.

 

სამუშაო შეხვედრაზე გაჟღერებული უკუკავშირის სასწავლო კურსის მოდულებში ასახვის შემდგომ, კურსი გადაეცემა საჯარო სამსახურის ბიუროს. მხილების შესახებ უფასო ელექტრონული სასწავლო კურსის გავლა შესაძლებელი იქნება საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ პორტალზე.

 

კურსის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა სერტიფიკატი.

img

რა კარგია რომ დაბრუნდით!

ავტორიზაცია

რეგისტრაცია

უკვე გაქვს ანგარიში ? შესვლა

პაროლის აღდგენა

logo
Join Us

Civil Service Hub

არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდი

.

პაროლის შეცვლა