სიახლეები

news

სიახლეები

news

სამუშაო შეხვედრა ბათუმში

01 ნოე, 2024

საჯარო მოხელეთა ჰაბის ორგანიზებით, საჯარო სამსახურში მხილების მექანიზმის (www.mkhileba.gov.ge) ამოქმედების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, ბათუმში რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილე ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები გაეცნენ საჯარო მოხელეთა ჰაბის მიერ ჩატარებული კვლევის - „საჯარო მოხელეების მიერ მხილების მექანიზმის არსებული პრაქტიკების შეფასების“ შედეგებს და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, კვლევის მიგნებების მიხედვით შეიმუშავეს რეკომენდაციები და ასევე განსაზღვრეს ის კონკრეტული ქმედებები, რაც მათ მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს მხილების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებას.

 

კვლევის შედეგების განხილვისას, შეხვედრის მონაწილეებმა, ისაუბრეს იმ შემაფერხებელ პრაქტიკულ ფაქტორებზე, რაც მხილების მექანიზმის შეზღუდულ მოქმედებას განაპირობებს. მათ შორის დასახელდა ცნობიერების დაბალი დონე, კანონში კონკრეტული ჩანაწერების არსებობის მნიშვნელობა, ადმინისტრაციული საჩივრებისა და მხილების განაცხადების გამიჯვნის აუცილებლობა და მხილების ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება.


რეგიონების წარმომადგენლებმა, რეკომენდაციების მომზადებისას, ყურადღება გაამახვილეს მხილების მექანიზმის ეფექტიანად ამოქმედებისთვის აუცილებელი აქტივობების, მათ შორის საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარებისა და მხილების განცხადებების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საჭიროებაზე.


საჯარო მოხელეთა ჰაბის ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები თემაზე „მხილების პრაქტიკა საჯარო სამსახურში “, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

img

რა კარგია რომ დაბრუნდით!

ავტორიზაცია

რეგისტრაცია

უკვე გაქვს ანგარიში ? შესვლა

პაროლის აღდგენა

logo
Join Us

Civil Service Hub

არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდი

.

პაროლის შეცვლა