აღმასრულებელი დირექტორი

ანა გვენეტაძე

ანა გვენეტაძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე როგორც მთავრობის ადმინისტრაციასა და დარგობრივ სამინისტროში,  ისე საერთაშორისო განვითარების სფეროსა და საერთაშორისო კერძო კომპანიებში.

 

2014 წლიდან ანა გვენეტაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის და სამთავრობო გეგმებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურებს. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა საჯარო მმართველობის რეფორმის, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის რეფორმების განნხორციელებას. ასევე მოხდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ გეგმებში ინტეგრაცია.

2018 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროში, ანა კოორდინაციას უწევდა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული განვითარების პროგრამების და სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და განხორციელებას.

საჯარო სამსახურის შემდგომ, ანამ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან გადაინაცვლა და მათთან ადგილობრივი ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა.

ანა გვენეტაძე საჯარო მოხელეთა ჰაბის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

სხვა წევრები

team
დირექტორი

მაია ცქიტიშვილს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქართვე...

team
პროექტების კოორდინატორი

ეთუნა ბურდული საჯარო მოხელეთა ჰაბის პროექტების კოორდინატორია. საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიცი...

img

რა კარგია რომ დაბრუნდით!

ავტორიზაცია

რეგისტრაცია

უკვე გაქვს ანგარიში ? შესვლა

პაროლის აღდგენა

logo
Join Us

Civil Service Hub

არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდი

.

პაროლის შეცვლა