ჩვენი ხედვა

საჯარო მოხელეთა ჰაბის მისიაა ხელი შეუწყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი საჯარო სამსახურის განვითარებას საჯარო მოხელეთა პროფესიული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლების და მოხელეების, როგორც დამოუკიდებელი ინტერესთა ჯგუფის მხარდაჭერისა და ადვოკატირების გზით.


საჯარო მოხელეთა ჰაბის სივრცეში საჯარო მოხელეებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნის დონე, დაამყარონ და გაიღრმავონ კავშირები მათივე სფეროში მომუშავე კოლეგებთან როგორც ადგილობრივად, ისე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში; საუკეთესო გამოცდილების პროაქტიული გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკების ხელშეწყობით ჰაბი უზრუნველყოფს უფრო ეფექტური, ანგარიშვალდებული და კეთილსინდისიერი საჯარო სამსახურის განვითარებას.

 

ჩვენი მიზანია:

  • საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული,  დამოუკიდებელი ქსელის ამოქმედება,  მოხელეთა შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება/გაძლიერება და მათი თანასწორობის ხელშეწყობა.
  • საჯარო მოსამსახურეთა გათვითცნობიერება უფლებრივ საკითხებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა.
  • საჯარო მოსამსახურეთა ინტერესების დაცვა,  პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და კორუფციასთან ბრძოლა.

სიახლეები

img

რა კარგია რომ დაბრუნდით!

ავტორიზაცია

რეგისტრაცია

უკვე გაქვს ანგარიში ? შესვლა

პაროლის აღდგენა

logo
Join Us

Civil Service Hub

არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდი

.

პაროლის შეცვლა