საჯარო მოხელეთა ჰაბი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისა და უპირველესად, საჯარო მოხელეთათვის ქმნის პროფესიული ასოციაციის სივრცეს მათი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეფექტური კოორდინაციისათვის.
ჰაბი 2021 წელს დაარსდა საჯარო სამსახურსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, მმართველ და მაღალ იერარქიულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ, ვინც უშუალოდ ახორციელებდნენ რეფორმებს საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ორგანიზაციის გუნდი დაკომპლექტებულია სფეროში გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებით.
დაარსების დღიდან, საჯარო მოხელეთა ჰაბი აქტიურად წარმოადგენს საჯარო მოხელეებს, როგორც დამოუკიდებელ ინტერესთა ჯგუფს საჯარო სამსახურისა და საჯარო მმართველობის რეფორმების განხორციელების პროცესში, ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მიმდინარე რეფორმების აქტუალური საკითხების შესახებ, მათი ეფექტურად და მიზანმიმართულად განხორციელების ხელშეყობის მიზნით.